28 მაი 2017
დილიდან გარესამყაროსაა მოწყვეტილი შუახევში სოფელ კობალთაში მცხოვრები 20 - მდე ოჯახი. ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში, დილით ცხრა საათზე, წუმპოს მთა ჩამოიშალა, რის გამოც სოფელს საფრთხე ემუქრება.
დაშავებულები არ არიან.
მათივე ინფორმაციით, 10 დღის წინ, ეს ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი დასკვნის საფუძველზე კი დადგინდა, რომ ტერიტორია ცხოვრებისთვის საფრთხის შემცველია. მოსახლეობის ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიაზე მცირე მეწყრული კერები გასულ წლებშიც განვითარდა.