'დინამო' ბათუმმა ''რაგბი არენაზე'' მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა

21 მაი 2017

'დინამო' ბათუმმა “რაგბი არენაზე” მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.

გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს და დინამო ბათუმი კვლავ მე-8 ადგილზე რჩება. შემდეგი თამაში 24 მაისს „ჩელე არენაზე“ გაიმართება და ბათუმის „დინამო“ ქობულეთის  „შუქურას“ შეხვდება. 'დინამო' ბათუმმა მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაც გაასაჯაროვა. გუნდს მალე  კონსტანტინე ფროლოვი გაწვრთნის.