დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა

07 მაი 2017

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, ასევე - ტურისტული სეზონისათვის მზადების საკითხებს. შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.