კომპანია რუს ტურის 37 ოპერატორი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

02 მაი 2017

კომპანია რუს ტურის 37 ოპერატორი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. სტუმრებმა რეგიონში მიმდინარე ტურისტული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.  ზღვისპირა და მაღალმთიანი აჭარა მოინახულეს. ტურ-ოპერატორები რეგიონში კიდევ 4 დღეს გაატარებენ. ღონისძიება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარატურის ორგანიზებით იმართება.