დანაშაულის სტატისტიკა

01 მაი 2017

2017 წლის მარტის თვეში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 1564 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი  ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილ იქნა 383 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 24,5%-ს შეადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყველაზე მეტი თბილისში 603 ფიქსირდება,  ბათუმში-199. 2016 წლის მარტის თვეში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 1 765 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილ იქნა 393 პირის მიერ, რაც დევნა დაწყებული პირების 22,3%-ს შეადგენდა.  აქედან  თბილისში 693, აჭარაში კი 244 დანაშაული დაფიქსირდა.