კონფერენცია აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო გარემოზე

30 აპრ 2017

აჭარის ტურისტული და საინვესტიციო გარემოს გაცნობის მიზნით, რეგიონს გაეროს მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას გაეროში ლიხტენშტეინის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ტუვალუს, ჩილეს, იემენის, პაპუა-ახალი გვინეისა და  გამბიის  წარმომადგენლები   ესწრებიან.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონისთვის გაეროსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ლაშა კომახიძის განმარტებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია  აჭარაში ბევრ პროექტს ახორციელებს, მათ შორის სოფლის მეურნეობაში.