სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიკრიბა ქობულეთის გამგეობაში

23 აპრ 2017

სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიკრიბა ქობულეთის გამგეობაში. მთელი დღის მანძილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 50-მდე მრავალბინიანი და საცხოვრებელი სახლის სახურავი, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.