ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ,,დასაქმების ფორუმი 2017''-ის პრეზენტაცია გაიმართა

19 აპრ 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ,,დასაქმების ფორუმი 2017''-ის პრეზენტაცია გაიმართა. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  დასაქმებისთვის საჭირო  ინფორმაცია გააცნეს. წარმოდგენილი იყო საშუალო და მსხვილი კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს გაესაუბრნენ.  ფორუმი მე-9 წელია თბილისში და ბათუმში იმართება.