უბლოკო სტატუსი თუ საქართველოს ევროპული არჩევანი

14 აგვ 2016

პარლამენტის ბიუროს წევრებს დღეს 2 საკონსტიტუციო ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ.  პირველი - დავით უსუფაშვილის  წინადადებაზე  კონსტიტუციის პრეამბულაშივე განისაზღვროს  საქართველოს ევრო-ატლანტიკური  კურსი  და  ნინო ბურჯანაძის ინიციატივაზე, რომელიც  უბლოკო სტატუსს გულისხმობს. სხდომაზე მხოლოდ 9 დეპუტატი იმყოფებოდა, რაც კვორუმისთვის არ არის საკმარისი. ვინ როგორ ახსნა - ბიუროს სხდომაზე მიუსვლელობა.