საკონსტიტუციო კომისია მსჯელობის მე-3 ეტაპზე გადადის.

09 აპრ 2017

საკონსტიტუციო კომისია მსჯელობის მე-3 ეტაპზე გადადის. საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით,  დღეს, განვლილი საკითხების შეჯერება მოხდება მიუხედავად ბევრი თანხვედრისა, კვლავ რჩება აზრთა სხვადასხვაობა. ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი საკითხია ქორწინების კონსტიტუციური დეფინიციაციაც, რომლის სახელისუფლებო ვერსიაც, არასამთავრობოთა აზრით, ჰომოფობიის წამახალისებელ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.  მესამე სექტორში საკითხის დღის წესრიგში დაყენების აუცილებლობას ვერ ხედავენ. კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიციაც.