ოკუპირებულ გალის რაიონში, სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს

09 აპრ 2017

ოკუპირებულ გალის რაიონში, სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, წურწუმიების ოჯახში თავდამსხმელები სანადირო თოფით შეიჭრნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, მოკლულ მამაკაცს რამდენიმე დღის წინ უთანხმოება მოუვიდა. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.