ღია პირველობა სათხილამურო სპორტში

02 აპრ 2017

კურორტ გოდერძიზე სათხილამურო სპორტში მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 45 სპორტსმენი მონაწილეობდა.  სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდნენ. გამარჯვებულ 18 მოთხილამურეს მედლები და სიგელები  გადაეცათ.