აჭარისწყლის მცხოვრებთა მოთხოვნა

01 აპრ 2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარისწყალის თემის ცენტრში მდინარეს ნაპირი მიაქვს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა  მიწის მიტაცება მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებელმა  კომპანია „აჭარა ენერჯი 2007“- მა ხიდის ბურჯები გაამაგრა, ამ სამუშაოების დროს კი მდინარე აჭარისწყალმა კალაპოტი შეიცვალა. მდინარე დაახლოებით 10 მეტრით შეიჭრა თემის ტერიტორიაზე, სადაც მინი სტადიონი უნდა გაკეთებულიყო.