ბიურო უსუფაშვილის ინიციატივას განიხილავს

14 აგვ 2016

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. საუბარია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, უნდა დაფიქსირდეს ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ საპარლამენტო უმცირესობაში. წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, - ასე აფასებენ დავით უსუფაშვილის ინიციატივას მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ბიუროს დღევანდელი სხდომის გადადებას არ გამორიცხავენ.