#ევროპისკენ - პირველი ვიზიტორები უვიზოდ

27 მარ 2017

გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან,  მეცნიერებთან და მეწარმეებთან ერთად, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ათენში გაემგზავრა. მან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების დღეს ისტორიული უწოდა. დღეს  პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე“ გახსნის, რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან. დაგეგმილია  შეხვედრები პოლიტიკოსებთან. დღის მეორე ნახევრაში კი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება. 28 მარტს ისტორიული უწოდეს  აეროპორტში მისულმა  მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.