უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან პირველი ავიარეისი პოლონეთში შესრულდება

26 მარ 2017

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან პირველი ავიარეისი  პოლონეთში შესრულდება.
     28 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენა  04:55 საათზეა დაგეგმილი.
  შემდეგი რეისი, ათენის მიმართულებით, 05:15 საათზე განხორციელდება, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრებს. 
  რაც შეეხება მესამე პირდაპირ რეისს, ის მიუნხენის მიმართულებით 05:35 საათზე შედგება.
  ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ფრენა 06:00 საათზეა დაგეგმილი.