ბათუმში რუსეთის მოქალაქე დაჭრეს

25 მარ 2017

ბათუმში გუშინ  რუსეთის მოქალაქე დაჭრეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები ტარდება. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 19-ე და 108-ე მუხლებით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.