23 მარ 2017
არასაპარლამენტო ოპოზიცია მედიას და საზოგადოებას დღეს საკონსტიტუციო და სარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტს წარუდგენს. პარტიების ძირითადი მოთხოვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, მანდატების პროპორციულად გადანაწილებას და ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევას ეხება.