ენმ ავტოსადგომის მოწყობას აპროტესტებს

21 მარ 2017

ქობულეთში, ფიჭვნარში ავტოსადგომის მოწყობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აპროტესტებს. გოჩა კაკალაძის თქმით, ქალაქში პარკინგისთვის ტერიტორიის გამოყოფაა საჭირო, ზღვისპირა ზოლს ავტომობილების სადგომად არ უნდა იყენებდნენ. 
   ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე  განმარტავს, რომ  ფიჭვნარში, ხალხის მოთხოვნით, სკვერი მოეწყობა, რომელსაც პარკირების ზონაც ექნება.