იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

21 მარ 2017

პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. 
     გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის  ორი ძირითადი შეთავაზება აქვს: პირველი: ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო  პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყოს, მეორე სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე უზრუნველყოს.
    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები არ გაიზიარა.