20 მარ 2017
თამარ მეფის დასახლებაში ახალაშენებულ სოციალურ სახლში ფართის მისაღებად სულ 70 განაცხადია შესული, თუმცა საცხოვრებელი 58 ოჯახზეა გათვლილი. აჭარის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ქობულეთის გამგეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც ბინების განაწილების კრიტერიუმებზე ისაუბრეს. ბინები გადანაწილდება გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე , ასევე აუცილებელია განმცხადებელი დარეგისტრირებული იყოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ოჯახების დაკმაყოფილება კი მათი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მოხდება.