ავთანდილ ბაკურიძის გამოფენა

16 მარ 2017

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ავთანდილ ბაკურიძის 75 წლის იუბილისადმი  მიძღვნილი გამოფენა მოეწყო . წარმოდგენილი იყო  44 ფერწერული ნამუშევარი , როგორც პეიზაჟები და ნატურმორტები , ასევე პორტრეტები. მხატვარს კულტურის სფეროში  მრავალწლიანი მოღვაწეობსთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მადლობის სიგელი გადასცა. ნამუშევრების დათვალიერება  მსურველებს მუზეუმში 31 მარტამდე შეეძლებათ.