გიორგი მღებრიშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა

14 მარ 2017

„შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა“, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, არსებული ვითარების შესახებ მინისტრმა ინფორმაცია სამმართველოს ხელმძღვანელებისგან  მოისმინა და მათ დავალებები მისცა. გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებსაც  გაესაუბრა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.