მთავრობის წევრები ხულოში

13 მარ 2017

გიორგი მღებრიშვილის ხულოში გამართული შეხვედრების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ხელმძღვანელი  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონულ სამმართველოში   პოლიციელებს შეხვდა, რის შემდეგაც ადგილობრივებს გაესაუბრა. საუბარი ბათუმში, 11-12 მარტს გამართულ საპროტესტო აქციას შეეხო.