ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში პროფესორ ირინა ხერჟის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

13 მარ 2017

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში პროფესორ ირინა ხერჟის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საფორტეპიანო კონცერტში ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და მოწვეული  პიანისტები მონაწილეობდნენ. საიუბილეო საღამო 2 განყოფილებისგან შედგებოდა, რომელზეც პიანისტებმა  ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებები გააჟღერეს.