პრემიერ-მინისტრი აჭარის ტურისტულ პოტენციალზე

13 აგვ 2016

ჩვენ უდიდეს ყურადღებას დავუთმობთ ტურიზმის განვითარებას და არსად ისე მნიშვნელოვანი არ არის ეს სიტყვა, როგორც აჭარაში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, პარტიის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აჭარას როგორც ზღვისპირეთს, ისე მთიან რეგიონებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.  აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები.