ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გონიოს მცხოვრებელების სარჩელის განხილვა დაიწყო.

06 მარ 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გონიოს მცხოვრებელების სარჩელის განხილვა დაიწყო. გონიოელებმა მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, სასამართლოში სარჩელი ექვსი თვის წინ შეიტანეს. მათ ინტერესებს  ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იცავს.  იურისტ  ანა ბერძენიშვილის თქმით,  სარჩელი 70-მდე ოჯახს აქვს შეტანილი, ნაწილის საქმეს სტარსბურგის ევროპის უფლებათა დაცვის სასამართლო განიხილავს.  საქმე  კომისიის უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საკუთრების უფლების დაბრუნებას ეხება. 
გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიები 2007 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადგილობრივებს საკუთრებაში დაურეგისტრირა. 
მოქალაქეები საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ. თუმცა, 2010 წლის 9 ნოემბერს  36-ე საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, იმავე კომისიამ 271 მოქალაქეს მის მიერვე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები ერთდროულად გაუუქმა და ჩამორთმეული ქონება კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა.