ასმათ დიასამიძე დღეს უმაღლესი საბჭოს მესამე მოწვევის დეპუტატი ოფიციალურად გახდა.

06 მარ 2017

19 დეპუტატის მხარდაჭერით, ანუ ერთხმად, ასმათ დიასამიძე დღეს უმაღლესი საბჭოს მესამე მოწვევის დეპუტატი ოფიციალურად გახდა. დიასამიძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით პირველი ნომრის ადგილმონაცვლეა. ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე უარი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.