ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.

06 მარ 2017

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა  ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის  როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს შეუძლია. დეტალური ინფორმაცია ბათუმის მერიის ვებ-გვერდზეა განთავსებული. განაცხადების მიღება 31 მარტს დასრულდება.