''ერისიონის" კონცერტი "ბლექ სი არენაზე''

12 აგვ 2016

“ბლექ სი არენაზე” დღეს კონცერტს “ერისიონი” გამართავს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე 80 წევრიანი შემადგენლობით გამოვა და პროექტს `ქართული საგანძური”  წარადგენს.  შოუ კონცერტი 8 საათზეა ჩანიშნული. ამ დროისთვის ბილეთების 80 პროცენტი უკვე გაყიდულია. თუმცა მისი  შეძენა “ბლექსი არენას”  სალაროებში ჯერ კიდევ შეგიძლიათ. ბილეთების ფასი 7 ლარიდან იწყება.