პრემიერი ვიზაზე

01 მარ 2017

,ევროპამ საქართველოს მოქალაქეებს კარი გაუღო, ეს ძალიან დიდი ნდობის გამოხატულებაა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში გუშინდელ ხელმოწერას. გიორგი კვირიკაშვილმა  ეს წარმატება საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა.