„ახალ ტალღასა“ და სასტუმრო “კასტელო მარეს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28 თებ 2017

აჭარის დასაქმების სააგენტოს, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღასა“ და  სასტუმრო “კასტელო მარეს” შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი  გაფორმდა.  დოკუმენტი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კოლეჯის სტუდენტები სასტუმროში  3-თვიან სასწავლო კურსს გაივლიან და, ტესტირების გაბლის შემთხვევაში, დასაქმდებიან. სასტუმროს მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ამბობს, რომ  ტურისტული  სეზონისთვის კონკურსი 200 ვაკანსიაზე გამოცხადდება.