მოსახლეობა ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.

23 თებ 2017

მოსახლეობა ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს. ისინი განსახლებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ  სათანადო კომპენსაციას მიიღებენ. მოსახლეობა გამგეობას მთავრობასთან შუამდგომლობას თხოვს.   საკითხზე, თუ რა ბედი ეწევა პროექტს კომპანია „ჰიგიენა-2009“-ის ყოფილი დირექტორის მიმალვის შემდეგ, მათ კონკრეტული განმარტებები არ მიუღიათ. პარალელურად, ადგილობრივები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.