''ქართული ოცნების'' შემაჯამებელი შეხვედრა ქობულეთის მოსახლეობასთან

05 ოქტ 2016

პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა ქობულეთის მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. მაჟორიტარობის კანდიდატებმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს გეგმები და ის პროექტები გააცნეს, რომლებსაც, გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებენ. ზურაბ პატარაძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ასევე, ქალაქის განვითარებისთვის ბევრი გაკეთდა.