ISFED-ის მონიტორინგის შუალედური ანგარიში

02 ოქტ 2016

ადმინისტრაციული რესურსის  გამოყენებად შეფასდა არჩევნების წინ ბათუმის  მერიის ბიუჯეტის  გაზრდა, სამართლიანი არჩევნების მე-4 ანგარიშში. უკანონოდ  ჩაითვალა  მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ  ბათუმში პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის  არმაზ ახვლედიანის  სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინასაარჩვენო პერიოდის  მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში სიძულვილის ენის გამოყენებისა  და ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კამპანიაზე ხელის შეშლის, ასევე პარტიის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზეცაა საუბარი. ორგანიზაციის ანგარიში 2 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.  ორგანიზაციის დამკვირვებლები ამ პერიოდში  სულს 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.