აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

02 ოქტ 2016

აჭარის საკანონმდებლო ორგანოში დღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე, ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერის აუცილებლობასა და საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც.