ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში დღეს ჯაკომო პუჩინის "ტოსკას" უჩვენებენ

24 ივლ 2016

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში დღეს ჯაკომო პუჩინის "ტოსკას" უჩვენებენ. ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები სპექტაკლისთვის ემზადებიან. დადგმის უცხოეთიდან მოწვეული რეჟისორი და დირიჟორი ბათუმში იმყოფებიან . სამმოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა 15 მაისს გაიმართა. წარმოდგენა 20 საათზე დაიწყება.