თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

22 ივლ 2016

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავების მიზეზი მათი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობა გახდა. ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან 60 000-მდე ადამიანი დაითხოვეს. როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, გადაყენებული ადამიანები „ყინულის მხოლოდ ერთი ნაწილია“ და პირობა დადო, რომ კიდევ ბევრ ადამიანს შეეხება მკაცრი სანქციები.

   დაკავებულ და დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს შორის 9000-ზე მეტი პოლიციელი, 3000 მოსამართლე და 6000 სამხედროა. ასევე, გათავისუფლებულები არიან სკოლებისა და უნივერსიტეტების მასწავლებლები და ლექტორები.