პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი დიზაინით შექმნილი ფორმა და აღჭურვილობა გადაეცათ

21 ივლ 2016

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი დიზაინით შექმნილი ფორმა და აღჭურვილობა გადაეცათ.

    მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ახალი დიზანით შექმნილი ფორმის ტანსაცმელი დღეს პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა.