ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება

10 ივლ 2016

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს ტესტირებას დაწყებითი საფეხურის პედაგოგები გაივლიან. ბათუმის საგამოცდო ცენტრში 800 მასწავლებლი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 20 პროცენტი ტესტირებაზე არ გამოცხადდა. გამოცდა 5 საათს გრძელდება. ცენტრის ადმინისტრატორის განცხადებით, დაგვიანების შემთხევა ან სხვა სახის ექსცესი არ დაფიქსირებულა. დღის მეორე ნახევარში კი გამოცდა მაგისტრობის მსურველებისთვის ჩატარდება.

ავტორი: ნათია ლომაძე