რამაზ სურმანიძეს "ერთიანობის დარბაზის" კვოტით, გოჩა ხიმშიაშვილი ჩაანაცვლებს

06 ივნ 2016

დღეიდან ბათუმის საკრებულოში ყოფილ დეპუტატ რამაზ სურმანიძეს "ერთიანობის დარბაზის" კვოტით, გოჩა ხიმშიაშვილი ჩაანაცვლებს. ხიმშიაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. საკრებულოს ყოფილმა წევრმა უფლებამოსილების შეჩერება პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვა.