ბათუმში ამერიკულ საზღვაო ხომალდს ელოდებიან

21 აპრ 2019

დღეს ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი შემოვა. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. „USS Ross“ - საქართველოში პირველად შემოდის. 

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ, დაგეგმილია საფეხბურთო მატჩი საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან,  საკალათბურთო მატჩი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვედრა ახალგაზრდებთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში.