ხულოში 1998 წლის 18 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

17 აპრ 2019

1998  წლის 18 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულები  გაიხსენეს ხულოში. 21 წლის წინ სოფელ ვაშლოვანში ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო არასრულწლოვანი.  

მემორიალთან დაღუპულების ახლობლები, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები  შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.