64:10 - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსები დიდი ანგარიშით დაამარცხეს

16 აპრ 2019

დღეს, 17 აპრილს, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველი მორაგბეები რუსეთის ნაკრებს  შეხვდნენ და 54 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.  უმცროსმა კალინინგრადში მასპინძელ რუსეთთან მატჩი ბორჯღალოსნებმა 64:10 დაასრულეს.

რაგბიში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველი მორაგბეები ესპანელებს შეხვდებიან. ფინალური მატჩი 20 აპრილს გაიმართება. 

 

ავტორი: ია სართანია