პროტესტი იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობის გამო

16 აპრ 2019

ხულოში  იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობას  რამდენიმე ოჯახი ეწინააღმდეგება. მოქალაქეების მტკიცებით,  ტერიტორია, სადაც  მშენებლობა იგეგმება, მათი კუთვნილებაა.  

ყვებიან, რომ 90-იან წლებში აქ საერთო საცხოვრებელი  ფუნქციონირებდა, რომელიც ხანძარმა გაანადგურა.  მოქალაქეებმა  მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე   ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვეს.