წალკაში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

16 აპრ 2019

წალკაში აჭარიდან და სვანეთიდან სხვადასხვა დროს  ჩასახლებული მოსახლეობა დღეს აქციას მართავს. 2 ათასამდე ოჯახი ხელისუფლებას პირობის შესრულებას - მიწებისა და სახლების დაკანონებას სთხოვს.  

ასევე ითხოვენ, რომ შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს. მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული  ეკომიგრანტის  სტატუსი. 

(ფოტო: არქივი)