საქართველოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია იმყოფება

15 აპრ 2019

საქართველოში  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია იმყოფება.  აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა“  განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თემებზე.