ესეების კონკურსი დასრულდა ქობულეთის სკოლის მოსწავლეებს შორის

14 აპრ 2019

ესეების კონკურსი დასრულდა ქობულეთის სკოლის მოსწავლეებს შორის.   ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა 25 ნამუშევარი შეარჩიეს იქედან კი სპეციალურმა ჟიურიმ 3 საუკეთესო გამოავლინა. კონკურსის გამარჯვებული საბა კაიკაციშვილი გახდა, მან ესე ბარბარიზმების თემაზე დაწერა. 

ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტის მიზანი მოსწავლეებში წერითი უნარ-ჩვევების განვითარებაა. ესეების კონკურსი ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულო,  ქობულეთის საკრებულოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა, სპორტის საკითხთა კომისიის მხარდაჭერით ჩატარდა.