გომის მთასთან ახლოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

13 აპრ 2019

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედთან, გომის მთის საზღვარზე ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 10 კილომეტრში იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი - 30 ჰა.

რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკასთან ერთად მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალები სამეგრელოდან და აჭარიდან. გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას გულისხმობს.