ზედა ჭარნალში ახალი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

11 აპრ 2019

ზედა ჭარნალში ახალი გზის მოწყობის სამუშაოები  დასრულდა. არმირებული ბეტონის საფარის დაგებისათვის  ბიუჯეტიდან   54 ათას 753 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5 შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მოეწყო, რისთვისაც ჯამში 179 ათას 883 ლარი დაიხარჯა.